საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციების ფონზე თბილისი ვაშინგტონიდან მორიგ მხარდამჭერ გზავნილს იღებს.
კონგრესში საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი მომზადდა. დოკუმენტში მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის აგრესიული ქმედებები, ხაზგასმულია ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების აუცილებლობა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურების საჭიროება. საუბარია სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზეც, ამ კონტექსტში ასადის რეჟიმი რუსეთის ვასალად არის მოხსენიებული.
სამი კონგრესმენის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტში ჩაიწერა ისიც, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიის და მშვიდობის მთავარი საყრდენია.