საქართველოსადმი ძლიერი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა აშშ-ის სენატში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა თემაზე „ღირსების რევოლუციიდან ხუთი წელი: უკრაინის პროგრესი/რუსეთის მავნებლური ქმედებები.“
მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა და სენატორებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და მისი აღკვეთის გზებზე. მოსმენისას საქართველოსადმი ცალსახა და ერთხმად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ყველა სტუმრის მიერ. ჯეიმს კარაფანომ ისაუბრა ნატო-ს გაფართოების ღია კარის პოლიტიკის აუცილებლობაზე. მისი თქმით, საქართველოს თაობაზე არსებობს კვლევა, თუ როგორ შეიძლება ნატო-ში გაწევრიანების საკითხში წინსვლა, სხვა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად.
მოსმენაზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე, მისი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე.