აშშ და ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებენ. საერთო განცხადებაში იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას, ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.