საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-ში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი მორიგი აქტი შეიმუშავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკა განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას და ხალხის უფლებას, თავად განსაზღვრონ საგარეო კურსი თუ უსაფრთხოების პოლიტიკა. ამ კონტექსტში დოკუმენტის ავტორები რუსეთის ფედერაციასაც ახსენებენ და ამბობენ, რომ საქართველოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნების ჩარევისა თუ დაშინების გარეშე უნდა მიიღებოდეს.

წარმომადგენლობით პალატაში გმობენ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს, გატაცებებსა თუ ადამიანის უფლებების შელახვას და აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ძალისმიერ არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ.