ამერიკის კონგრესში საქართველოს შესახებ მომზადებული კიდევ ერთი დოკუმენტის კენჭისყრისთვის ემზადებიან. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა ორპარტიული აქტი, რომლისგანაც ოფიციალური თბილისი საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას ელის.
ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. დოკუმენტის ავტორები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდის აუცილებლობაზეც მიუთითებენ.
აქტი მნიშვნელოვან გზავნილებს მოიცავს მოსკოვის მისამართითაც. კონგრესმენები ოკუპაციას, გატაცებებს და მკვლელობებს გმობენ და სანქციების გატარებას მოითხოვენ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებს არღვევენ.
საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი წერილშიც, რომელიც დონალდ ტრამპმა პრემიერ მამუკა ბახტაძეს გამოუგზავნა.