საქართველოს მხარდამჭერი აქტი

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტის განსახილველად ემზადებიან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეზოლუციების შემდეგ ამერიკელი კანონმდებლები რუსეთს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კანონპროექტის დონეზე მოუწოდებენ. თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა – დოკუმენტის ავტორები ოფიციალურ თბილისს ყველა სფეროში მკაფიო მხარდაჭერას უცხადებენ. კონგრესმენები ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისსაც მიმართავენ და საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

დოკუმენტის ერთი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებს და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას ეხება.

კანონპროექტი თბილისში უკვე შეფასდა ისტორიულ დოკუმენტად, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. კანონპროექტს თითქმის ყველა შეხვედრაზე განიხილავს ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ესაუბრა.