საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე შიომ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და ყურადღება წმინდა კვართის მნიშვნელობაზე გაამახვილა. პატრიარქის მოსაყდრემ ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიის როლზეც.

სვეტიცხოვლის ტაძარში ლიტურგიას საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.