საქართველოს კონსტიტუცია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესთან ერთად ახალი კონსტიტუცია კიდევ ბევრ პროცესს ცვლის. მათ შორის მთავარს – სახელმწიფოს მოწყობის მოდელს.

როგორც კი ახალარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შევა ქვეყნის ახალი უზენაესი კანონი, რომლის მიხედვით საქართველო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად ძლიერდება საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები.

თითქმის ერთწლიანი მწვავე განხილვების და პოლიტიკური დებატების შემდეგ მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღეს გაიმართება.

გამოცემის ბეჭდვა დაწყებულია.