საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს თბილისში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. ჯეიმს კლევერლი ქართველი კოლეგა, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. მაღალი რანგის სტუმარი საქართველოს მთავრობის მეთაურს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ჯეიმს კლევერლი ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება და სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებს შეხვდება. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს ბოლოს 2016 წელს სტუმრობდა.