მიანიჭებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს – გადაწყვეტილების მიღებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მმართველი გუნდის მსგავსად, პოზიტიური მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. თუმცა, ისევ ისმის კრიტიკა ხელისუფლების მისამართით. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება დადებითი პასუხის მისაღებად საჭირო ნაბიჯებს არ დგამს.