შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ მუშაობას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიისგან მიღებული დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, კვლავ უცნობია. საუბარია 9-პუნქტიან გეგმაზე რომელიც სამომავლოდ წევრობისთვისაა საჭირო. ოპოზიციის ნაწილი ერთობლივი მუშაობისა და ორმხრივი კომპრომისის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, პარტია „გირჩის“ განცხადებით, მოქმედი მთავრობის პირობებში, ერთობლივი მუშაობა შედეგიანი ვერ იქნება. ოპონენტებთან თანამშრომლობის იმედი არ აქვს არც ხელისუფლებას.