ევროპარლამენტის მწვავე შინაარსის რეზოლუციამ ისტორიული გადაწყვეტილების წინ შიდა პოლიტიკური მღელვარება და დაპირისპირება კიდევ უფრო გაზარდა.
წინა კვირას მიღებულ დოკუმენტს დღეს პირველად ეხმაურება პრემიერი, რომელიც რეზოლუციის მკაცრ ჩანაწერებს სამარცხვინოს უწოდებს. ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებზე დაყრდნობით მთავრობის მეთაური ოპტიმისტურ პროგნოზს ინარჩუნებს, თუმცა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების შემდეგ ამჯერად უკვე პრემიერის გამოსვლიდან ისმის გზავნილი, რომ კანდიდატობაზე უარის შემთხვევაში ხალხს გამომწვევ მიზეზებს დეტალურად აუხსნის. ამ დრომდე ინტრიგად რჩება, რა იგულისხმება ყველაფრის თქმაში. რიტორიკა უცვლელია – გადაწყვეტილებამდე 10 დღით ადრე ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ხელოვნურად დაზიანებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.