საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.
სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების გეგმა განიხილეს, რომელიც ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. დოკუმენტი მოიცავს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს მოიცავს დამტკიცების კონკრეტული ვადებით. საუბარია შვიდ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებზე, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებზე, ასევე მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე. დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში უნდა გაგრძელდეს.