საქართველო 15 დეკემბრის მოლოდინში.
ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია. ქართული მხარე ევროპული საბჭოსგან კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების გაფორმებას ელოდება. ეს პროგნოზი ევროკავშირის ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი განცხადებებითაც მყარდება. ევროპელი ლიდერები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესზე მიუთითებენ, მაგრამ მოწოდებაა რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებისკენ. თუმცა ისევ ბუნდოვანია, გაითვალისწინებენ თუ არა პოლიტიკოსები ევროკომისიის მოთხოვნას და ითანამშრომლებენ თუ არა ერთმანეთთან ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები ბრიუსელისგან მიღებული ახალი ცხრა პუნქტიანი საშინაო დავალების შესასრულებლად. პოლიტიკური პარტიების ლიდერთა განცხადებები ერთობლივი მუშაობის პერსპექტივას ნაკლებად აჩენს.
ანა ბროლაძე გვეტყვის, ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე ვის როგორ ესახება ევროკომისიის მიერ მიღებული ცხრა რეკომენდაციის შესრულება.