საქართველოს ენერგოპოლიტიკა და ენერგოდამოუკიდებლობის პოტენციალი

მასშტაბური ენერგოობიექტი სამეგრელოში.

ცხრაწლიანი სამუშაოების შემდეგ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა დასრულებულია. ჩხოროწყუში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 45 მეგავატს აღწევს. საკმაოდ რთული ნაგებობებისგან შემდგარ ობიექტს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად დიდი პოტენციალი აქვს. სადგურის ამოქმედებას რეგიონის სტაბილური ელექტრომომარაგების კუთხითაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.