საქართველოს ძიუდოისტთა ნარების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიადაზე, ცნობილია
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე სარეკორდო – 11 ლიცენზიით გამოვა, 10 ინდივიდუალურ და ასევე შერეულ გუნდურ ასპარეზობაზეც. საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა ასეთია:
კაცები: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი.
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.