საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რუმინეთში სამი მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები რუმინეთში მიმდინარე ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობს.

გიორგი ასანიძის გუნდის პირველივე ძალოსანმა სამი მედლის მოპოვება შეძლო. გიორგი დოკვაძემ ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღო. ატაცში მან 109 კგ დაძლია და ვერცხლი მოიპოვა, აკვრაში კი 126 კგ-ით ბრინჯაო. ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში 235 კგ-ით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფიცარნაგზე დღეს გურამ გიორბელიძე, კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე გამოვლენ.