სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ წარადგინა.
ანგარიშში გაანალიზებულია სამართალდამცავთა მხრიდან წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევათა გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზები.