საქართვლოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის.
Trans-avia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს. ავიაკომპანია თბილისში, პარიზის ორლის აეროპორტიდან იფრენს. საფრანგეთის დედაქალაქი თბილისთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული.