საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინა. კვლევა 2023 წლის 15 აპრილის მდგომარეობას ასახავს. საია-ში აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზე გარკვეული გაუმჯობესება არის, თუმცა გარკვეულ პუნქტები კვლავ სადავო რჩება. ნონა ქურდოვანიძის თქმით, სასამართლო რეფორმასა და საარჩევნო სისტემის რეფორმის კუთხით კვლავ რჩება პრობლემები, რომლის გამოსასწორებლად ხელისუფლებას რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი. კვლევას მმართველ გუნდში პასუხობენ და აცხადებენ, რომ ევროკომიისიის ზეპირი შეფასების შემდეგ, მსგავსი კრიტიკული განცხადებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამომხატველია.