გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი – ქართველი მწერლების შემოქმედებას ევროპის სამ წამყვან ქვეყანაში გაეცნობიან.
ფრანკფურტის შემდეგ ქართული ლიტერატურა ლაიფციგის, პარიზის და ლონდონის წიგნის ბაზრობებზე იქნება წარმოდგენილი. სამივე ქვეყნისთვის მომზადებული კულტურული პროგრამა ცნობილ გამომცემლებთან და კრიტიკოსებთან შეხვედრებს და ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაციებს მოიცავს. სწორედ პარიზში გამართულ შეხვედრებზე უნდა გახდეს ცნობილი, როდის იქნება საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა.