ღონისძიების ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში უზბეკეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა. ორკესტრმა, უზბეკეთის დამსახურებული არტისტის, კამოლიდინ ორინბოევის დირიჟორობით, უზბეკური ნაწარმოებები შეასრულა და მსმენელს ქართული კომპოზიციებიც შესთავაზა. უზბეკური კულტურის დღეების პროგრამით საქართველოს, მუსიკოსთა და კინოხელოვანთა დელეგაცია სტუმრობს.