საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დღეს უკრაინასთან მატჩით იწყებს. ნაკრებებს ერთმანეთთან შვიდმატჩიანი ისტორია აქვთ, აქედან ორი იყო ოფიციალური შეხვედრა. ორივე გადამწყვეტი მნიშვნელობის: 2011 წლის ევრობასკეტზე უკრაინასთან მოგებით, „ჯვაროსნები“ მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი პირიქით – სწორედ უკრაინასთან წაგება გახდა საქართველოს ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მიზეზი. დღევანდელი შეხვედრა 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს – საქართველო-უკრაინა საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT