40-მდე ქვეყნის დელეგაციები თბილისში – საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს პირველად მასპინძლობს.
ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან ტურიზმის მინისტრები, ტურიზმის სფეროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები. „ტურიზმი და მშვიდობა“ წლევანდელი ღონისძიებების მთავარი თემაა. თემატურ დისკუსიებზე დაგეგმილია მსოფლიო ტურიზმის განვითარების ახალი მიმართულებების განხილვა. მოლოდინია, რომ ბულგარეთში შარშან მოპოვებული უფლება და 45-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიების მასპინძლობა ქვეყანაში ტურისტების ნაკადებს გაზრდის.