საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
ღონისძიებაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენაზე წარდგენილია თბილისის მერია, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საქართველოს სტენდთან საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, იხილონ ვიდეო რგოლები და ინფორმაცია ტურისტული პროდუქტების შესახებ. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და შეხვედრები კომპანიებთან, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ურთიერთობები მომავალ პარტნიორებთან ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების მიზნით.