საქართველო-სლოვენიის ბიზნესფორუმი

თბილისი საქართველო-სლოვენიის ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას ორი ქვეყნიდან კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. მხარეები იმ პერსპექტივებზე მსჯელობენ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებობს. საუბარი შეეხება იმ გამოწვევებსაც, რაც პარტნიორობას აფერხებს. შეხვედრების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესკავშირები დაამყარონ უცხოურ კომპანიებთან და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობები. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება.