საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორნგი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც რუსეთის ფედერაცია შვეიცარიულ კომპანია “ეს-ჯი-ეს-თან” კონტრაქტს გააფორმებს. საუბარია საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ოკუპირებული რეგიონების გამო ვერ აკონტროლებს. ქართულმა მხარემ ნეიტრალურ კომპანიასთან დოკუმენტაციაზე მუშაობა დაასრულა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმება ამის შესახებ 2011 წელს გაფორმდა, სანაცვლოდ საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობას მხარი დაუჭირა. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ რუსული მხარე შვეიცარულ კომპანიასთან ხელშეკრულებას მალე გააფორმებს, რაც მხარეებს საშუალებას მისცემს შეთანხმების იმპლემენტაციის ფაზაზე გადავიდნენ.