„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი ერთხმად ცნო დასაშვებად. საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას. სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.