საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში დავა მოიგო

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება კეთდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.