„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 12 წელი ელოდა.

2006 წელს რუსეთიდან მასობრივად გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს მოსკოვმა სოლიდური კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

საუბარია ჯამში 10 მილიონ ევროზე, რომელიც 1 500 ადამიანზე გადანაწილდება. მრავალწლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რეზონანსულ საქმეზე საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

2 000 ევროს მიიღებენ ის პირები, რომლებიც ფედერაციიდან გამოდევნეს, 10 000-დან 15 000-მდე ევრო უნდა გადაუხადონ იმ მოქალაქეებს, რომლებიც დეპორტაციამდე დაკავებულები იყვნენ. ყველა მათგანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა დაადგინა.

ახლა ქართული მხარე გადაწყვეტილების აღსრულების გზებზე იწყებს მუშაობას.

თბილისს საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის იმედი აქვს.