თებერვლის შუა რიცხვებისთვის ქვეყანა „ფაიზერის“ ვაქცინის 30 ათასამდე დოზას მიიღებს, რომლითაც პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ და მეორე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც, იმისთვის, რომ ვაქცინაცია სხვა ჯგუფებშიც დაიწყოს. აქვს თუ არა ქვეყანას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შენახვის პირობები არის ლუგარის ლაბორატორიაში და მის ფილიალებში ბათუმსა და ქუთაისში. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, „კოვიდ-19-ის“ წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღია.