საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე - სპორტსმენების გაცილების ცერემონია
მზადება წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული სანახაობისთვის.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყურადღება საფრანგეთისკენ ინაცვლებს. 26 ივლისს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება. ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, რომლებმაც დღეს საზეიმო ვითარებაში ოლიმპიური ფიცი დადეს. საფრანგეთის დედაქალაქში მიემგზავრებიან მოქმედი ჩემპიონებიც. ოლიმპიადაზე იქნებიან დებიუტანტი სპორტსმენებიც. უსაფრთხოებიდან გამომდინარე გახსნის ცერემონიის ადგილის შეცვლა იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოლიმპიადა პარიზში ისევ მდინარე სენაზე გაიმართება.