საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

ქართველი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან.

საფრანგეთის მიმართულებით რეისი ზუსტად ერთ საათში შესრულდება. სპორტსმენები ეტაპობრივად ჩადიან პარიზში. ძიუდოისტები და მოკრივეები უკვე ადგილზე იმყოფებიან, სპორტსმენების ნაწილი კი საფრანგეთში მოგვიანებით გაემგზავრება. პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ხვალ საზეიმოდ გრანდიოზული პერფორმანსით გაიხსნება, რასაც პირველი არხის მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.