საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე - სპორტსმენთა ფიცის დადების ცერემონია
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადებისა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წევრები ქართველ ოლიმპიელებს მიესალმნენ და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს.