ოთხი დღე წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ასპარეზობის დაწყებამდე.
26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება. დაგეგმილია გახსნის საზეიმო ცერემონია. საქართველოდან ოლიმპიადაზე 10 სხვადასხვა სახეობაში 28 სპორტსმენი ასპარეზობს. „მოამბე“ განაგრძობს რეპორტაჟების ციკლს. როგორ მიმდინარეობს სამზადისი – ამჯერად ჩვენი გადამღები ჯგუფი ტყვიის ლეგენდარულ მსროლელ ნინო სალუქვაძეს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს და ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას ესტუმრა.