ყველაზე მასშტაბური სპორტული ფორუმის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
საფრანგეთში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება და ორი კვირის განმავლობაში პირველი არხის მაყურებელი ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების ასპარეზობას პირდაპირ ეთერში იხილავს. მანამდე ჩვენს ეთერში ქართველ ოლიმპიელებზე სპეციალურ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ. ნიკოლოზ ბერაძე და ალექსანდრე შერვაშიძე ამჯერად ბორჯომში, ძიუდოს ნაკრებთან იმყოფებოდნენ, სადაც ნაკრების წევრებმა დასკვნით მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს. საქართველო ოლიმპიადაზე სპორტის ცხრა სახეობაში, 28 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.