საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე

წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული სანახაობისთვის მზადება ფინალურ ეტაპზეა.

ერთ კვირაში პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იხსნება. ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას პირველი არხი სრულად გაჩვენებთ. ოლიმპიადის გახსნამდე კი ჩვენს ეთერში ქართველ ოლიმპიელებზე სპეციალურ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ. ნიკოლოზ ბერაძე და ვაკო ფარსადანიშვილი გორში კრივის ნაკრებთან იმყოფებოდნენ, სადაც ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს გადიან.