საქართველო ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. საკითხზე დღეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის მედროშეები, ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. საქართველო 10 სხვადასხვა სახეობაში, 28 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ოლიმპიური ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ხვალ, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.