საქართველო-ნიდერლანდები პირველ არხზე

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2023-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგით გადაწყდება, ითამაშებს თუ არა რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფინალში. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. თუ „დინამო არენაზე“ არ იქნებით, თამაშს პირველ არხზე უნდა უყუროთ. ტრანსლაცია 20:00 საათზე დაიწყება.