უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად, მადრიდში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდრო კავშირშია უკრაინის ხელისუფლებასთან და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება დასავლეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით, შესაბამისად უპასუხებს. უმრავლესობის წევრი გიორგი ხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინშია და იმედოვნებს, რომ ეს რიგითი სამიტი არ იქნება.