საქართველო - კოსოვო 6:1

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა „ევრო 2022“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდის მესამე ტურში კოსოვო დაამარცხა.

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდს ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდა. საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთანაც დამაჯერებლად ითამაშა და 6:1 გაიმარჯვა. „ფ“ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრია გერმანიას დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა. საქართველო „ფ“ ჯგუფში ცხრა ქულით პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი 6 ქულით გერმანიამ დაიკავა, მესამე პოზიცია 3 ქულით კოსოვომ მოიპოვა, ხოლო ბოლო ადგილზე ნული ქულით ავსტრია გავიდა.