საქართველოს ხელბურთის ნაკრების მზადება

ისტორიაში პირველად, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი 9 მაისს, „თბილისი არენაზე“ ავსტრიას დაუპირისპირდება. დღეს ნაკრებმა მატჩისწინა ღია ვარჯიში გამართა. საქართველოს და ავსტრიის ხელბურთელთა ნაკრებების შეხვედრა ხვალ 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. განმეორებითი შეხვედრა 12 მაისს, ავსტრიაში გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.