პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკის ასამბლეაში მოქმედ საქართველო-კორეის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
დადებითად შეფასდა საპარლამენტო დონეზე მზარდი თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „ნენსკრა ჰესის“ პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება დიდ წვლილს შეიტანს საქართველო-კორეის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაში, რაც ასევე, გაზრდის საქართველოსადმი კორეული კომპანიების მხრიდან ინტერესს და ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესს.