საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სამხრეთ კორეაში

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს.

სეულში საპარლამენტო დელეგაციამ სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მოლაპარაკებები აქტიურდება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს გასახსნელადაც. ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ შედეგად კი დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერის გაძლიერების მოლოდინი სახელდება. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ კორეის ეროვნულ ასამბლეას გაერო-ში ქართველი დევნილების შესახებ რეზოლუციების აქტიურად მხარდაჭერა სთხოვეს, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა, გასხვავებული პოზიციების არ არსებობის მიუხედავად, კორეის წარმომადგენელი კენჭისყრის დროს დოკუმენტისთვის ხმის მიცემისგან თავს იკავებს.

რა შედეგით დასრულდა ქართული საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრები სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, – თეონა მანაგაძე სეულიდან.