საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი, მანამდე კი 8 ნოემბერს ქვეყანა ევროკომისიის დასკვნას ელოდება. პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია – ოპოზიცია აცხადებს, რომ თუკი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს საზოგადოებისა და მათ შორის გეოპოლიტიკური სიტუაციის დამსახურება იქნება.
ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სტატუსის მიღებაზე პოზიტიური მოლოდინები აქვთ, ამის საფუძველს კი მათ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები აძლევთ.