ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, როგორია მოლოდინები და პროგნოზები, მიიღებს თუ არა საქართველო დადებით შეფასებას – უკვე ცნობილია, რომ მომდევნო კვირებში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ახალი პაკეტი გამოქვეყნდება, რომელიც ათ კანდიდატს და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას მოიცავს. მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ისტორიული შანსი სრულყოფილად გამოიყენოს.