საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი.
ოტავაში გამართულ შეხვედრას ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. სესიაზე, რომელსაც კანადის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს.
ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია წარადგინა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესიც განიხილეს.