საქართველო ინდური შტამის გავრცელების საწყის ეტაპზეა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოს ახალი გამოწვევაა.

ამ სახეობით ინფიცირებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, მისი აქტიური გავრცელების საფრთხე იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული 18 შემთხვევის მიღმა ამ შტამის მატარებელთა რიცხვი გაცილებით მეტია. ინდური სახეობა ბრიტანულ სახეობაზე გადადების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით და დაავადების რთული მიმდინარეობით გამოირჩევა. შესაბამისად, ამ შტამის აქტიური ცირკულაციის პრევენციისთვის სასაზღვრო კონტროლს და საზღვრის გადმოკვეთიდან სამ დღეში სავალდებულო „პისიარ“-კვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ დრომდე არ არსებობს დაზუსტებული პასუხი, არის თუ არა ე.წ. ინდური შტამის მიმართ ჩინური ვაქცინები ისეთივე ეფექტური, როგორც „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“.