საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი

საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი. სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, 1992 წლის 3 აგვისტოდან დაიწყო. იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში იაპონიის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, სადაც კოლეგებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

დღესვე იმამურა აკირასთან „მოამბემ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. ინტერვიუში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტელევიზიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.