ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას საქართველო უკვე მეექვსედ შეუერთდა. კამპანია გრძელდება რეგიონებში. პოპულაციაში მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის აქცია გურიაში მოეწყო. აღნიშნული აქტივობა მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების ორგანიზებითა და ქალაქების- ოზურგეთი, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით. მომატებული არტერიული წნევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და სიკვდილიანობის ძირითად, ხოლო ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში.